გემოვნებიანი მუსიკა

ამ ბლოგის გახსნის იდეა ჩემს ძმაკაცს,ბატონ რედიოფლოიდს ეკუთვნის.თავდაპირველი ჩანაფიქრით აქ უნდა განთავსებულიყო ბრიტანული როკ ჯგუფის,რედიოჰედის ”ვეშები”.მაგრამ იდეა გაფართოვდა_გადავწყვიტეთ შევქმნათ ბლოგი გემოვნებიან მუსიკაზე და არა მხოლოდ მუსიკაზე,თავისი ტექსტებითა და ჯგუფების ისტორიებით. ბლოგი კალეიდოსკოპი_იმედია, მოგეწონებათ.

Tasteful music

The idea of creating this new blog came to my friend, to "Mr."Radiofloyd. At first we wanted to put here a little about the British Rock band Radiohead. But then our thoughts widened and we decided to make a blog about tasteful music generally, and not only! The songs' texts and bands' information will also include.The blog kaleidoscope_hope you'll enjoy!

არტ როკი

1.ბუნდოვანი დეფინიცია

არტ როკის განმარტება ბუნდოვანია,რადგან რამდენიმე როკ ბენდი და პოპ შემსრულებელი ისწრაფვის დაარქვას საკუთარ მუსიკას ეს სახელი.”არტ როკის” კონცეპციას ხანდახან აიგივებდნენ ”პროგრესივ როკთან”,მაგრამ დღესდღესობით ეს ცნებები სხვადასხვა მნიშვნელობებით იხმარება.
ხშირად ჯგუფები იწოდებოდნენ ”არტ როკად” ესთეტიკური კონცეპციების,მოდის,ალბომთა ქავერების ძალიან არტ სტილის,ან მათი სიმღერათა სახელების მიხედვით.
სხვა შემთხვევაში,ეს სახელწოდება შენარჩუნდა იმის გამო,რომ შემსრულებლები ვერ აქცევდნენ თავიანთ მუსიკალურ კონცეპციებს ერთი რომელიმე სპეციფიკური ჟანრის ჩარჩოში.

2.კულტურული განსაზღვრება

კრიტიკა და ფანები ხშირად იყენებენ ამ ცნებას კულტურული განაცხადის სახით პოპულარული მუსიკის შესახებ.მუსიკოსები,რომელთა შემოქმედება დაფუძნებულია 50-იან და 60-იან წლებში ჩამოყალიბებულ როკ და პოპ ფორმებზე,ხშირად მუს.ელიტის გარკვეული წევრების,განსაკუთრებით კლასიკისა და ჯაზის კრიტიკოსების თვალში აღიქმებიან ”დაბალ ხელოვნებად”.
პოპულარული მუსიკის ”არტ როკად” იდენტიფიცირება შეიძლება გულისხმობდეს როგორც აღნიშნული კომპოზიციის ან შემსრულებლის ინტეგრირებულობის მაღალ ხარისხს,ასევე როკ და პოპ ფორმებში ჩადებულ სერიოზულ კულტურულ პოტენციალს.ეს ცნება არასოდეს მომხვდარა როკის აპოლოგეტთა ლექსიკონში,რადგან მისი შემოღების ისტორია უკავშირდებოდა ადამიანებს,რომლებიც პოპ მუსიკაში მხოლოდ მწირ ფასეულობებს თუ ნახულობდნენ.მიუხედავად ყველაფრისა მოდერნული კულტურის კრიტიკოსთა შორის კონსენსუსის პირობებში,ბევრი პოპულარული მუსიკოსის შემოქმედება ატარებს არტ როკის იარლიყს.

No comments: